პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა
2012-10-29 15:14:48
ჩამოტვირთვა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უკვე ცნობილია. ბიძინა ივანიშვილმა ამ პოსტზე არჩილ ხაბაძის კანდიდატურა შეარჩია.
კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატი უმაღლეს საბჭოს პრეზიდენტმა დასამტკიცებლად 10 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების შემდეგ კი, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს კანონმდებლებს უკვე თავად მთავრობის თავმჯდომარე წარუდგენს.
აჭარის მომავალი ოთხი მინისტრის ვინაობა ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ნუგზარ სურმანიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ზაურ ფუტკარაძე, ხოლო განათლების მინისტრად გია თავამაიშვილი განიხილებიან.
რაც შეეხება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ეს ადგილი კვლავ ვაკანტურია. ამ პოსტზე არჩილ ხაბაძე მოიაზრებოდა, თუმცა იგი უკვე მთავრობის თავმჯდომარედ დასახელდა.
კომენტარები