1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მინისტრთა კაბინეტის პირველი სამუშაო დღე კანცელარიაში

ჩამოტვირთვა

მინისტრთა კაბინეტის პირველი სამუშაო დღე მთავრობის კანცელარიაში - პრემიერმა მინისტრებთან შეხვედრები დილიდან დაიწყო. ის უკვე შეხვდა საგარეო უწყების ხელმძღვანელ მაია ფანჯიკიძეს და უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს. შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის კანცელარიაში დილიდან მივიდნენ. მათი თქმით, შეხვედრებზე მოხდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და გადაწყვეტა. თითოეული მათგანი იმ თემებზე ისაუბრებს, რის განხორციელებასაც უწყებაში პირველ რიგში აპირებს. შეხვედრაზე შესვლამდე მინისტრებმა პრიორიტეტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში თავის პირველ სამუშაო დღეს, შეხვედრების დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეტა. მისი თქმით, დღეს მთელი დღის განმავლობაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები, სადაც მინისტრებთან ერთად სამინისტროების დაკომპლექტებასა და სამომავლო სტრატეგიაზე იმსჯელებს. ივანიშვილის განცხადებით, განხილული იქნება პრიორიტეტები და გეგმები, რომლის განხორციელებასაც მთავრობის ახალი გუნდი გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები