1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში

ჩამოტვირთვა

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები შედგა. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოაცხადეს ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 5 პოლიტიკური პარტია ხვდება. ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა პარტია "რეგიონებმა" დააგროვა. მას ოპოზიციური გაერთიანება "ბატკივშინა" მოსდევს. წინასწარი გამოკითხვების შედეგებით, პარლამენტში მოხვდა ვიტალი კლიჩკოს პარტია "უდარიც". უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს კომუნისტურმა პარტიამ და პარტია "თავისუფლებამაც". პარტია "რეგიონების" წარმომადგენლები გამარჯვებას უკვე აღნიშნავენ. უმაღლესი რადას დაკომპლექტებასთან დაკავშირებით უკრაინის მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შეეძლოთ. თბილისში დარეგისტრირებული 278 ამომრჩევლიდან უბანზე 215 პირი მივიდა. ხმის მიცემა საქართველოში 20:00 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. კომისიის წევრების განცხადებით, საარჩევნო პროცესმა საქართველოში მშვიდ გარემოში, ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები