მსოფლიო
თეა წულუკიანმა პრეზიდენტს მიმართა
2012-10-27 17:21:11
ჩამოტვირთვა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილს არჩილ კბილაშვილის კანდიდატურა წარუდგინა და მთავარი პროკურორის პოსტზე მისი დამტკიცება მოსთხოვა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი აპირებდა, თავად ეცნობებინა მურთაზ ზოდელვასთვის, რომ ის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებულია, თუმცა შეხვედრა არ შედგა, რადგან საქართველოში არ იმყოფება. თეა წულუკიანი უკვე შეხვდა მთავარი პროკურორის მოადგილეებს.
კომენტარები