მსოფლიო
რეალ TV ეთერს თვენახევარში დაუბრუნდება
2012-10-26 19:34:39
ჩამოტვირთვა
ტელეკომპანია "რეალ TV"-იმ სახელი გადაირქვა და ის ეთერში დაახლოებით თვე-ნახევარში "მესამე არხის" სახელით გავა. როგორც Prime Time News-ს არხის ახალმა მფლობელმა ლალი ეგაძემ განუცხადა, არხის ძველი კადრები მათ შორის ჟურნალისტები სამსახურში ვერ დაბრუნდებიან.
"ჩვენ არხს სახელი გადავარქვით მას "მესამე არხი" ანუ "TV3" ქვია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს იურისტების და აუდიტების მიერ დოკუმენტაციის გადამუშავება. დანარჩენს უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას. ეს იქნება შემეცნებით, პუბლიცისტური გასართობი არხი. დაახლოებით თვე-ნახევარში გავალთ, ალბათ, ეთერში , ახალი ტელევიზია გააკეთო არც ისე იოლია. მით უმეტეს, როდესაც თანამშრომლები 100 პროცენტი ძველმა მფლობელმა გაუშვა. ახლა გასაუბრებები მიდის. რაც შეეხება ძველ თანამშრომლებს და ყოფილ კადრებს ეს გამორიცხულია, ამაზე საუბარიც კი არ მიმდინარეობს", - აცხადებს Prime Time News-თან ეგაძე
კომენტარები