მსოფლიო
სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილის განცხადება
2012-10-26 19:29:46
ჩამოტვირთვა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილის ელენე ხოშტარია განცხადებას ავრცელებს.
"მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავე ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებისათვის. სწორედ ამ პერიოდში გადაიდგა ბევრი წარმატებული ნაბიჯი ამ გზაზე. ამ იდეის ერთგული ვრჩები და ორშაბათიდან გავაგრძელებ საქმიანობას ჩემს რამდენიმე მეგობართან, თანამოაზრესთან და კოლეგასთან ერთად ახლახანს დაარსებულ think tank-ში. ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ქვეყანას, რათა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდეს სწრაფვა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის.
გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ახალ გუნდს საქართველოს საკეთილდღეოდ..." - აღნიშნული განცხადება ელენე ხოშტარიამ ფეისბუქის საშუალბით გაავრცელა.
კომენტარები