1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილის განცხადება

ჩამოტვირთვა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილის ელენე ხოშტარია განცხადებას ავრცელებს. "მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავე ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებისათვის. სწორედ ამ პერიოდში გადაიდგა ბევრი წარმატებული ნაბიჯი ამ გზაზე. ამ იდეის ერთგული ვრჩები და ორშაბათიდან გავაგრძელებ საქმიანობას ჩემს რამდენიმე მეგობართან, თანამოაზრესთან და კოლეგასთან ერთად ახლახანს დაარსებულ think tank-ში. ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ქვეყანას, რათა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდეს სწრაფვა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის. გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ახალ გუნდს საქართველოს საკეთილდღეოდ..." - აღნიშნული განცხადება ელენე ხოშტარიამ ფეისბუქის საშუალბით გაავრცელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები