1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სპეციალური მიმართვა

ჩამოტვირთვა

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სერგი კაპანაძემ, სპეციალური მიმართვა, სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ჩვენს ყველა დიპლომატს, რომელიც ქვეყნის გარეთ იმყოფება და სამშობლოს ემსახურება, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს იმ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კოლეგიალობისთვის, ასევე მეგობრობისთვის, რაც ამ ბოლო 7 წელიწადს მათთან მაკავშირებდა. ასევე, მადლობას ვუხდი წინა მთავრობის იმ წევრებს, რომლებთანაც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობა მიხდებოდა. ეს მართლაც პროფესიონალთა გუნდი იყო. აქვე მინდა მადლობა მოვუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ გუნდს სურვილისთვის, რომ მათთან გამეგრძელებინა მუშაობა. ორშაბათიდან გავაგრძელებ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ჩემს რამდენიმე ახლო მეგობართან, თანამოაზრესთან და კოლეგასთან ერთად ახლახანს დაარსებულ think tank-ში. ამასთან დაკავშირებით ცალკე გავაკეთებთ განცხადებას ცოტა ხანში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები