პოლიტიკა
პარლამენტის სერვერები იუსტიციის სახლშია განთავსებული
2012-10-26 16:37:05
ჩამოტვირთვა
პარლამენტის აპარატის უფროსის, ზურაბ მარაქველიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს სერვერები იუსტიციის სახლში არის განთავსებული, რომელიც კვლავ პარლამენტს უნდა დაუბრუნდეს.
როგორც ჟურნალისტებს მარაქველიძემ განუცხადა, სერვერების იუსტიციის სახლში განთავსება იმის საშუალებას იძლევა, რომ უწყებამ ელექტრონულად პარლამენტში განთავსებული სისტემა აკონტროლოს.
მისი ინფორმაციით, ამ თემის შესწავლა მიმდინარეობს და პარლამენტს ეს სერვერები უნდა დაუბრუნდეს.
„უახლოეს მომავალში, ამ საკითხზე, შეხვედრა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან გაიმართება და ეს საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ცივილიზებულ სახელმწიფოს ეკადრება“, - დასძინა მან.
აღნიშნული გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მიიღეს.
კომენტარები