1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფანჯიკიძემ საგარეო უწყება გადაიბარა

ჩამოტვირთვა

სამინისტროების გადაბარების პროცესი უკვე დაიწყო. დღეს დილით ახალი მინისტრი მაია ფანჯიკიძე გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა და სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელისგან უწყება ოფიციალურად გადაიბარა. შეხვედრა, პროტოკოლის გათვალისწინებით, რამდენიმე წუთს გაგრძელდა. გრიგოლ ვაშაძეს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია, თუ სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას, დღეს უწყების ყოფილი და ახალი მინისტრიც აცხადებდნენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში კურსი არ შეიცვლება და მათი დიპლომატიური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს ჯერჯერობით სამი მოადგილე ეყოლება. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იქნება, მეორე მოადგილე კი გუგა ხელაია. ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ იგი გამოცდილი ფინანსისტი და ეკონომისტია და მას სამინისტროში შესაბამისი საკითხების მეთვალყუტეობა დაევალება. დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ახალმა მინისტრმა პოსტზე დარჩენა შესთავაზა ყოფილი მინისტრის, პირველ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს, რომელიც ამ შეთავაზებას დათანხმდა. ჯერჯერობით ვაკანტურია საგარეო უწყების ორი მოადგილის ვინაობა, ფანჯიკიძემ ასევე განაცხადა, რომ ჟურნალისტებს უახლოეს მომავალში შეატყობინებს, თუ ვინ დაიკავებს სამინისტროს პრესსპიკერის თანამდებობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები