1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი ტუღუში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გააგრძელებს მუშაობას

ჩამოტვირთვა

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი გიორგი ტუღუში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გააგრძელებს მუშაობას, - ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. "მოკლევადიანი კონტრაქტებით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას მოვემსახურები ექსპერტის რანგში, ისევ და ისევ უფლებების დაცვით სფეროში, თუმცა მე ქვეყნიდან დიდი ხნით არ მივდივარ, ვრჩები საქართველოში და ვფიქრობ, ისევ ადამიანის უფლებების კუთხით გავაგრძელებ აქტიურ მუშაობას, თუმცა რა ფორმით, ეს ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი",-აღნიშნა ასევე ყოფილმა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები