მსოფლიო
სასჯელაღსრულების უწყებაში მისულმა სუბარმა საკუთარი კაბინეტიდან პრეზიდენტის ფოტო ჩამოხსნა
2012-10-26 13:01:26
ჩამოტვირთვა
სასჯელაღსრულების სამინისტროში მისულმა პენიტენციალური სისტემის ახალმა მინისტრმა სოზარ სუბარმა საკუთარ კაბინეტში შესვლისთანავე კედლიდან პრეზიდენტ სააკაშვილის ფოტო ჩამოხსნა.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუმარტა სააკაშვილი მისთვის წარსულთან ასოცირდება.
"ამ ადამიანმა შექმნა ის მახინჯი სისტემა რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა გვიწევს დღეს. საქართველოში პრაქტიკულად საპატიმროში, საპატიმროა გახსნილი. მთელი საქართველო სააკაშვილმა გადააქცია ერთ დიდ ციხედ, სადაც ყველას უსმენდნენ, ყველას აკონტროლებდნენ. ჩვენ ეს მახინჯი სისტემა უნდა ამოვშანთოთ ჩვენი ტვინებიდან, ეს ტვირთი უნდა მოვიხსნათ და გავიტანოთ გარეთ. მე არ ვაპირებ არავის სურათის დაკიდებას კაბინეტში. ბიძინა ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ მაგრამ არც მისი სურათის ჩამოკიდებას ვაპირებ კაბინეტში",-აღნიშნა სუბარმა.
კომენტარები