მსოფლიო
დასუფთავების შემცირებულ ტარიფს საკრებულო დღეს დაამტკიცებს
2012-10-26 13:00:13
ჩამოტვირთვა
თბილისის საკრებულოში დღეს სხდომა გაიმართება, რომელზეც დასუფთავების ახალ ტარიფს დაამტკიცებენ. შემცირებული ტარიფი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით იმოქმედებს.
საკითხი გუშინ საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. დეპუტატებს თბილისის მერიის ინიციატივა დედაქალაქის მერის მოადგილემ, ტარიელ ხიზანეიშვილმა გააცნო. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დასუფთავების გადასახადი ზამთრის სეზონზე 5 თვის განმავლობაში განახევრდეს. ამ პერიოდში ყოველ დახარჯულ 1 კილოვატ საათზე, მოსახლეობა 5 თეთრის ნაცვლად 2,5 თეთრს გადახდის. შეღავათები შენარჩუნდება სოციალურად დაუცველი პირებისთვის.
მომავალი წლის ბიუჯეტში მერია ამ მიზნით სუბსიდიას გამოყოფს. საკრებულოს უმრავლესობის წევრები ამ გადაწყვეტილებას იმითაც ხსნიან, რომ მოსახლეობა 1 000 ლარიან ვაუჩერს ვეღარ მიიღებს.
ასევე, საკრებულოს დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა დასუფთავების ტარიფის უფრო სრულყოფილი ვარიანტი შემუშავდეს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა კუკავამ კი განაცხადა, რომ საჭიროა, საკრებულო დაელოდოს ფინანსთა მინისტრის დანიშვნას, რადგან ნოდარ ხადურს აქვს ინიციატივა, მოხდეს დასუფთავების ტარიფისა და ელექტროენერგიის ტარიფის გამიჯვნა.
კომენტარები