მსოფლიო
მინისტრთა ერთი ნაწილი საკუთარ უწყებებში მისვლას დღეისთვის გეგმავს
2012-10-26 12:59:24
ჩამოტვირთვა
საქართველოს ახალი მთავრობა მუშაობას დღეიდან თბილისში შეუდგება. მინისტრთა ერთი ნაწილი საკუთარ უწყებებში მისვლას დღესვე გეგმავს, ნაწილი კი - ორშაბათს.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის გაეცნობა კოლექტივს. მისი თქმით, თანამშრომლების უმრავლესობა უწყებაში მუშაობას გააგრძელებს.
პარლამენტმა გუშინ, 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, რომელიც მომავალში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდება.
საპარლამენტო უმცირესობამ ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა.
ახალმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომა ქუთაისში გუშინ გამართა.
კომენტარები