1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მინისტრთა ერთი ნაწილი საკუთარ უწყებებში მისვლას დღეისთვის გეგმავს

ჩამოტვირთვა

საქართველოს ახალი მთავრობა მუშაობას დღეიდან თბილისში შეუდგება. მინისტრთა ერთი ნაწილი საკუთარ უწყებებში მისვლას დღესვე გეგმავს, ნაწილი კი - ორშაბათს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის გაეცნობა კოლექტივს. მისი თქმით, თანამშრომლების უმრავლესობა უწყებაში მუშაობას გააგრძელებს. პარლამენტმა გუშინ, 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, რომელიც მომავალში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდება. საპარლამენტო უმცირესობამ ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა. ახალმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომა ქუთაისში გუშინ გამართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები