პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 29 ოქტომბერს დამტკიცდება
2012-10-26 12:58:40
ჩამოტვირთვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, არსებული ინფორმაციით, 29 ოქტომბერს დამტკიცდება .
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, სავარაუდოდ, შაბათს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია გაიმართება, ორშაბათს კი, მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცება მოხდება.
ამ დროისთვის ლევან ვარშალომიძის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება - პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი; ბანკი "ქართუს" აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე.
კომენტარები