1 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აფხაზეთიდან დევნილები ივანიშვილს მიმართავენ

ჩამოტვირთვა

ელემენტარული სასიცოცხლო პირობები, დენი, წყალი, ლეიბი და საბანი საწყის ეტაპზე, მოგვიანებით კი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება – ასეთია თემქის მეთეთმეტე მიკრორაიონში, ძველი ინდუსტრიის კოლეჯში შეჭრილი აფხაზეთიდან დენილების მოთხოვნათა არასრული ნუსხა. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია ყველა ოთახი ძველი ინდუსტრიის კოლეჯში. უკვე ათი დღეა, რაც ძველი ინდუსტრიის შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შეიჭრნენ. დევნილები ამბობენ, რომ სხვაგან წასასვლელი არ აქვთ და ვერ ბინის ქირას იხდიან. დღეს მათ მასმედიის საშუალებით ბიძინა ივანიშვილს მიმართეს. თემქაზე დევნილთა მღელვარებას დღეს წინ უძღოდა „დევნილთა სამოქალაქო კოალიციის“ განცხადება. კოალიციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას აცნობეს, რომ ხელმოწერებს აგროვებენ, რათა დავით დარახველიძის მოადგილედ ლელა გულედანი დაინიშნოს. როგორც ცნობილია, აფხაზეთიდან დევნილები გულედანს ნდობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ მას მათი პრობლემების მოგვარება შეუძლია. „ქართული ოცნებიდან“ ამ ეტაპზე დევნილებს არავინ გამოხმაურებია, დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები, ამას დრო გვიჩვენებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები