მსოფლიო
ბარამიძე: არჩევნებში დამარცხება დადუმებას და პოლიტიკურ სასაფლაოზე წასვლას არ ნიშნავს
2012-10-25 18:15:48
ჩამოტვირთვა
გზები თავისთავად არ აშენებულა, კრიმინალი პოლიცია ხალხის პატივსაცემ პოლიციად თავისით არ გადაქცეულა, შიშველი ჯარი ერთ-ერთ მოწინავედ თავისთავად არ გადაკეთებულა. იუსტიციის სახლები თავისთავად არ აშენებულა. ამიტომ ნუ ამბობთ რომ არაფერი გაკეთებულა, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ქართულმა საზოგადოებამ ეს არასაკმარისად ჩათვალა და თქვენ მოგცათ ხმა, მაგრამ კონკრეტული დაპირებებისთვის“,- მიმართა უმცირესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს.ვიცე-სპეკერი დეპუტატ გოგი ქავთარაძეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნებში დამარცხება დადუმებას და პოლიტიკურ სასაფლაოზე წასვლას არ ნიშნავს.მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობას ოპონირებას ყოველთვის გაუწევს. ხოლო ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეში დხმარებას აღმოუჩენს."ოპონირება სწორედ იმას ნიშნავს, რომ არ დაგეთანხმოთ რაშიც არ გეთანხმებით და გვერდით დაგიდგეთ, რაშიც შეეცდებით, რომ საქმე სწორად წაიყვანოთ. ", - განაცხადა ბარამიძემ.
დეპუტატმა ტრიბუნასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კალენდარი წარადგინა და ოპონენტებს ურჩია უკეთესი თუ არა მსგავსი სტილის კალენდარი შექმნან და დროში გაწერონ, „როდის იქნება უფასო განათლება, ჯანდაცვა, ხვნა-თესვა, შემცირებული ტარიფები და ა.შ,“.
კომენტარები