მსოფლიო
ბაქრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში იყო, არის და დარჩება
2012-10-25 18:14:46
ჩამოტვირთვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება იმ ორ ახალ რეალობაზე გაამახვილა, რიმლის წინაშე მისივე თქმით, ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დადგნენ.
„ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ოპოზიციაში გადავედით, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ისინი დღეს ქვეყანას მართავენ. თუმცა ჩემო კოლეგებო მივმართავ მმართველ ძალს თქვენც უნდა შეიგნოთ, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარი ჩვენ დაგვიჭირა- თქვენ კოლეგებს. ამიტომ შემიძლია ვთქვა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში იყო, არის და დარჩება“,- განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე განცხადებით, ყოფილმა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშა, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ არაფერი გაკეთებულა.
„ნუ ვიტყვით, რომ არაფერი გაკერთებულა ქვეყნის სასიკეთოდ, იყო შეცდომები, თუმცა ჩვენ ჭიქა ნახევრად სავსე ჩაგაბარეთ. ეს ჭიქა თქვენს ხელშია და ახლა თქვენ გაავსეთ, თან გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ წინამორბედებმა ცარიელი დაგვიტოვეს. იმედია, რომ თქვენ საარჩევნო სლოგანის ახდენას დაიწყებთ. პოლიტიკური კუთხით თქვენ ოცნება აიხდინეთ და პარლამენტში მოხვედით. ახლა ხალხს მიხედეთ და აუხდინეთ მათ ოცნება, რადგან სწორედ ამ ოცნებების ახდენის სურვილით მოგცეს მანდატი“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რაც შეეხება მთავრობის დამტკიცებას ბაქრაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უმცირესობა ახლ მთავრობის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს.
კომენტარები