1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ჩამოტვირთვა

პარლამენტმა 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტი დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ირაკლი გორდულაძემ წარუდგინა. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, რომელიც მომავალში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდება. ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური; განათლების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - დავით დარახველიძე; ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე; რომელიც მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად იყო დასახელებული. იგი დარჩება ვიცე-პრემიერადაც. გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე; ჯანდაცვის მინისტრი - დავით სერგენკო, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა. შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია (ამავე დროს ვიცე-პრემიერი); იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების მინისტრი - სოზარ სუბარი. სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი, დასაქმების სახელმწიფო მინისტრი - კახა საკანდელიძე. სამომავლოდ ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი რესურსები, ხოლო მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გაუქმდება დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტი, საკანდელიძე საქმიანობას ჯადაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს. საპარლამენტო უმცირესობამ ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები