პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები წარმოადგინა
2012-10-25 14:54:32
ჩამოტვირთვა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, პარლამენტში მთავრობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები წარმოადგინა.
სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ხალხის „ჩვენიანებად და სხვებად“ დაყოფა უნდა დასრულდეს.
„არ დავუშვებთ პოლიტიკური ნიშნით დევნას. მზად ვართ ვემსახუროთ ქვეყანას და თავდაუზოგავად ვიშრომოთ. ჩვენმა ხალხმა მიაღწია თავისუფლებას, მაგრამ ხალხმა კეთილდღეობაც უნდა იგრძნოს. მთავარი ღირებულება ჩვენთვის ადამიანია და სამთავრობო პროგრამაც სწორედ ამაზე არის აწყობილი“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ახალი მთავრობა ყველა დანაპირებს შეასრულებს და დაამტკიცებს, რომ სახალხო ხელისუფლებაა.
„ვიზრუნებთ თოთოეულ ადამიანზე და დავუმტკიცებთ ხალხს, რომ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ჩადგეს განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების რიგში“,- განაცხადა ივანიშვილმა.
კომენტარები