1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანიშვილი – შსს-ს სამოქალაქო სამსახურად ჩამოვაყალიბებთ

ჩამოტვირთვა

ჩვენი მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საშინაო საქმეთა სამინისტროდ გარდაქმნის და მას სამოქალაქო სამსახურად ჩამოაყალიბებს , - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ამოქმედდება პოლიციის საქმიანობის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი, პოლიცია გათავისუფლება პოლიტიკური წნეხისგან და სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში ჩადგება. "არ დავუშვებთ, პოლიცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ხალხის დაშინების მექანიზმად იქცეს. შსს-ს სისტემიდან გამოიყოფა უშიშროების სამსახურები და შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, ფორმითა და სტრუქტურით. მისი საქმიანობა იქნება საიდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და რეალიზაცია. სისხლის სამართლებრივი დევნა უშიშროების სამსახურის ფუნქცია არ უნდა იყოს", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ახალი მთავრობა შექმნის სისტემას, სადაც საჯარო მოხელის გათავისუფლება მის პოლიტიკურ შეხედულებებზე დამოკიდებული არ იქნება. "კანონით შევქმნით ისეთ გარანტიებს, როგორიცაა საჯარო მოხელის უვადოდ დანიშვნა, თვითნებურად გათავისუფლებისგან მათი დაცვა და სხვა სოციალური გარანტიები. საქართველოში ხელისუფლების ცვლილება საჯარო სამსახურში მყოფი კადრების დათხოვნას აღარ გამოიწვევს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები