1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი ტუღუშმა თავისუფლების შეზღუდვის ახალი დაწესებულება გახსნა

ჩამოტვირთვა

სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა თავისუფლების შეზღუდვის ახალი დაწესებულება გახსნა. დაწესებულება არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს და ის ორიენტირებული იქნება მსჯავრდებულის საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციაზე. დაწესებულებაში განთავსდებიან პირები , რომლებსაც სასამართლომ შეუფარდა თავისუფლების შეზღუდვა და ასევე ის მსჯავრდებულები , რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს მიერ შეეცვლებათ თავისუფლების აღკვეთა შეზღუდვით. გიორგი ტუღუშის განცხადებით გარესამყაროსთან კონტაქტის შესანარჩუნებლად მსჯავრდებულებს გარანტირებული ექნებათ ხანმოკლე პაემნის უფლება და ასევე ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების შესაძლებლობა. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლიელებების საფუძველზე შეიქმნა .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები