1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი ბარამიძე - მთელი საქართველო ისე იყოს, როგორც ჭორვილაა

ჩამოტვირთვა

ყოველგვარი ქილიკის და ნიშნის მოგების გარეშე ვიტყვი, რომ მთელი საქართველო ისე იყოს, როგორც ჭორვილაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, უმცირესობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბარამიძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მან მოახერხა იმ სოფელში უმრავლესობისთვის ისეთი პირობები შეექმნა, როგორშიც საქართველოს ყველა მოსახლემ უნდა იცხოვროს და უკეთესადაც. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა ხმის მიცემა იმ კონკრეტული პროგრამებისთვის, რასაც ჰქვია განათლება, დაბალი ტარიფები, კრედიტები, პენსია და ა.შ. "ბუნებრივია ჩვენ, როგორც ოპოზიციას, რომელსაც ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს, გვსურს კონკრეტულად გავარკვიოთ ქართველი ხალხის სახელით, განსაკუთრებით მათი სახელით, ვინც მოგცათ ხმა, როდის შესრულდება ეს დანაპირებები. ეს არ არის უბრალოდ ოპოზიციის ხრიკი ჩაეკირკიმალოს და რაღაცაში გამოიჭიროს ხელისუფლება. ეს არის გულწრფელი სურვილი და ინტერესი, ვიცოდეთ, როგორ და როდის წარმოგიდგენიათ ამ დაპირების შესრულება, იმიტომ, რომ ამან განსაზღვრა ის არჩევანი, რა არჩევანიც გააკეთა საქართველოს საზოგადოებამ",-განაცხადა ბარამიძემ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის აღქმაში არა უბრალოდ მდიდარ და წარმატებულ ადამიანს განასახიერებს, "არამედ ადამიანს, რომელიც ერთგვარად ოცნებას აუხდენს თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს". აქედან გამომდინარე, გიორგი ბარამიძე ბუნებრივს უწოდებს მისი კოლეგების შეკითხვებს, თუ როდის აპირებს ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ოცნების ახდენას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები