მსოფლიო
მთავრობის თათბირები ზოგჯერ ივანიშვილის ბიზნესცენტრში ჩატარდება
2012-10-24 15:38:45
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმცირესობა დაინტერესდა, აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის სახლიდან მართვას, - ამის შესახებ კითხვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირმა ნადირაშვილმა დაუსვა.
მისი თქმით, თუ ეს ასეა, საინტერესოა, რა ფორმა ექნება ამ ყველაფერს და გაიმართება ხოლმე თუ არა მთავრობის სხდომები მასთან სახლში.
ივანიშვილმა ნადირაშვილს გამონათქვამი შეუსწორა და აღნიშნა, რომ ის არა სახლი, არამედ ბიზნესცენტრია.
"ჯერ ერთი, ის ბიზნესცენტრია და მეორეც, არსად დამიფიქსირებია, რომ იქიდან ვმართავ მინისტრთა კაბინეტს. ვისაუბროთ საქმიანად. რამდენადაც ვიცი, პრემიერ-მინისტრს აქვს კაბინეტი და მე ამ კაბინეტით ვისარგებლებ. ზოგჯერ თათბირები შეიძლება ბიზნესცენტრშიც ჩატარდეს. ის არ არის სახლი. სახლი 50 მეტრში მაქვს და იქ ვცხოვრობ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
კომენტარები