1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ივანიშვილი პარლამენტში ვერ წარსდგა, როგორც სახელმწიფო მოღვაწე"

ჩამოტვირთვა

თქვენ ვერ მოახერხეთ წარმდგარიყავით პარლამენტში პირველ სერიოზულ გამოსვლაზე, ისე, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, კონსოლიდატორი, გამაერთიანებელი ,- ასე მიმართა უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას. გაბაშვილის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ გარკვეულ საკითხებს ნათელი მოეფინებოდა, თუმცა ივანიშვილისგან ქვეყნის განვითარების შესახებ მეხუთე ვერსია მოისმინა. "ამ წუთში მე ბევრად უფრო დაბნეული ვარ თქვენ მომავალ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ვიდრე ვიყავი გუშინ და გუშინწინ. მეხუთე ვერსია გავიგეთ რა შეიძლება მოხდეს, როგორი იქნება ქვეყნის განვითარება. მინდა წუხილი გამოვთქვა თქვენი ტონის გამო, თქვენ ვერ მოახერხეთ წარმდგარიყავით პარლამენტში პირველ სერიოზულ გამოსვლაზე ისე როგორც სახელმწიფო მოღვაწე კონსოლიდატორი, გამაერთიანებელი, რომელიც გამოვიდოდა წინასაარჩევნო რიტორიკიდან და ისაუბრებდა, როგორც მომავალი მთავრობის ხელმძღვანელი",- მიმართა ივანიშვილს გაბაშვილმა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გაიმეორა ყველა ის ბრალდება, რომელზეც აქამდე ყოფილი უმრავლესობის მისამართით "საყვარელი გაზეთის "ასავალ-დასავალის" სტილში" საუბრობდა. "თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ვატყუებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვენი რეიტინგებით. საინტერესოა, პატარა საქართველომ თუ შეძლო მსიოფლიო ბანკის მოტყუება და რეიტინგში მე-9 ადგილის დამსახურება, თქვენმა საყვარელმა რუსეთმა ეს რატომ ვერ მოახერხა და 115-ე ადგილზე იმყოფება იგივე რეიტინგში,"- მიმართა გაბაშვილმა ივანიშვილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები