1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: "პენსიის 220 ლარამდე ზრდა რამდენიმე წელიწადში იქნება შესაძლებელი"

ჩამოტვირთვა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ვერ აკონკრეტებს, რა პერიოდიდან შეიძლება გახდეს საქართველოში პენსია 220 ლარი და აცხადებს, რომ ეს ინვესტიციების ზრდაზეა დამოკიდებული. კითხვა პენსიებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ დაუსვა. "მრავალჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე არანაკლები, თუმცა ჩვენ არასდროს ვაფიქსირებდით კონკრეტულ თარიღს. ზუსტად ვერც ახლა დაგიკონკრეტებთ, ეს მომავალ ერთ წელიწადში იქნება, თუ უფრო გვიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხერხდება ინვესტიციების ზრდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პენსიის 220 ლარამდე ზრდა უახლოეს რამდენიმე წელიწადში იქნება შესაძლებელი. "პენსია საარსებო მინიმუმს აუცილებლად უნდა გაუტოლდეს და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მივაღწიოთ ასეთ ნიშნულს. ვფიქრობთ, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ეს რეალურია და ამას მივაღწევთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები