1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ახალი ხელისუფლება მთავარი პროკურორის პრეზიდენტის მიერ დანიშვნის მომხრეა

ჩამოტვირთვა

ახალი ხელისუფლება მთავარი პროკურორის პრეზიდენტის მიერ დანიშვნის ინიციატივით გამოდის. პროკურატურის რეფორმა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მათ მიერ მომზადებული სამთავრობო პროგრამის თანახმად, მთავარ პროკურორს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადით, სულ მცირე ხუთი წლით, პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე დანიშნავს პრეზიდენტი, ხოლო თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება მოხდება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით ან საქართველოს პრეზიდენტის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, პარლამენტის თანხმობის საფუძველზე. პროკურატურის მიმართულებით პრიორიტეტებზე ხაზგასმით ისაუბრა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმაც, კომიტეტებში გამართული შეხვედრებისას. მისი თქმით, პროკურატურა ჩამოყალიბდება რეალურად დამოუკიდებელ სამართალდამცავ ორგანოდ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და მას უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი და არა - იუსტიციის მინისტრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები