პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინის რეიტინგი რუსეთში რეკორდულად დაეცა
2012-10-24 12:09:20
ჩამოტვირთვა
რუსეთის სტრატეგიულმა კვლევითმა ცენტრმა ვლადიმერ პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ პოლიტიკური განწყობის კვლევა ჩაატარა . კვლევა 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერს მოიცავს.
კვლევის მიხედვით, უფრო მეტი რუსი საუბრობს "რევოლუციის შესაძლებლობაზე და სურვილზე".
მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთს ელოდება ან მასობრივი საპროტესტო აქციები, ან მნიშვნელოვანი სახელისუფლო ცვლილებები, ან სრული სტაგნაცია.
კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 2012 წლის სექტემბრისთვის 42%-მდე დაეცა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი 2003 წლის შემდეგ.
კვლევის ავტორების პროგნოზით, 2013 წლისთვის რუსეთის ხელისუფლებისადმი ნდობის ნიშნული შესაძლოა, უნდობლობის ნიშნულს გაუტოლდეს.
კვლევაში მოყვანილია ის მიზეზებიც, რის გამო კარგავს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება რეიტინგს. გამოკითულთა აზრით, პუტინის მმართველობის პერიოდში არ იქნა მიღწეული არც ერთი მნიშვნელოვანი შედეგისთვის და იყო მხოლოდ სიტყვები და დაპირებები.
კვლევის შედეგების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლების მიერ ამჟამინდელი კურსის გაგრძელების შემთხვევაში, რუს ხალხს ელოდება "გადაშენების საფრთხე, რომლის მახასიათებელი იქნება უმწეობის სინდრომის გაძლიერება, შრომითი უნარის დაკარგვა, ალკოჰოლიზმი, შობადობის შემცირება."
კომენტარები