1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანიშვილს დღეს პარლამენტში ელოდებიან

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა დღეს მინისტრობის კანდიდატებს შეხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი უმცირესობის წევრებმა გამოთქვეს. უმცირესობის სხდომა 12:00 საათისთვის არის დანიშნული. 15:00 საათზე კი გაიმართება უმრავლესობის სხდომა, რომელშიც, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმაც მიიღოს მონაწილეობა. დღის ბოლოს გაიმართება ბიუროს შემაჯამებელი სხდომა. ბიუროზე პლენარული სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავენ და პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენებს შეაჯამებენ. გუშინ კი, მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები იმართებოდა. უკლებლივ ყველა კომიტეტმა მათი პროფილის მინისტრობის კანდიდატთან გამართა შეხვედრა. საკომიტეტო მოსმენებზე განსაკუთრებით უმცირესობის წევრები აქტიურობდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები