1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აპატურაი: ნატო გაითვალისწინებს, რომ საქართველომ ტესტი წარმატებით ჩააბარა

ჩამოტვირთვა

რადიო "ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ორივე პოლიტიკური ძალა კონსენსუსს აღწევს იმ მთავარ თემაზე, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეხება - იქნება ეს კარგი ურთიერთობის დამყარება მეზობლებთან, ტერიტორიული მთლიანობა თუ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. განსაკუთრებით კი, მისი თქმით, დასაფასებელია, რომ ეს სურვილი არა მხოლოდ სამთავრობო წრეებში, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში შეინიშნება. აპატურაიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან დაინახა ახალი მთავრობის სურვილი, ითანამშრომლოს ნატოსთან და მისი დახმარება და თანადგომა მიიღოს. "დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ივანიშვილი, მზად არის იგივე გეზი განაგრძოს და წინ წაწიოს ურთიერთობა ნატოსთან. შესაბამისად, ნატოც ერთგული რჩება იმ დაპირებებისა, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე დაფიქსირდა” - დასძინა აპატურაიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები