პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: კუდი-სა და სოდი-ს დეპარტამენტების გაუქმება იგეგმება
2012-10-23 16:34:46
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სისტემის დეპოლიტიზება მოხდება, კუდის დეპარტამენტის კი, რეორგანიზაცია და გაუქმება იგეგმება.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ხელშეუხელებელი მხოლოდ ქვეყანა და კანონი იქნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქცია სამ სტრუქტურულ ერთეულს დაეკისრება. კერძოდ, კონტრდაზრვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებსა და ანტიტერორისტულ ცენტრს, რომელიც შეიქმნება. ავტორიტეტული ქურდების ეპოქა დასრულებულია და ხელშეუხელებელი მხოლოდ ქვეყანა და კანონი იქნება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე სოდი-ს დეპარტამენტის გაუქმება იგეგმება.
„სამინისტროში რეფორმებისა და განვითარების ბიურო შეიქმნება. ე.წ. კანონიერი ქურდების მიმართ ბრძოლა არ შეჩერდება და თუ ისინი საქართველოში ჩამოსვლას გაბედავენ, მათ შესაბამის უწყებაში განათავსებენ.
კრიმინალთან მაქსიმალურად შეურიგებელი ვიქნებით. კომპლექსურად ვიბრძოლებთ დანაშაულთან და არა მოქმედებასთან. იარაღსა და ნარკოტიკს არავის ჩავუდებთ, დანაშაულს დანაშაულს არ დავუპირისპირებთ და ამით პოლიციას დანაშაულის ჩადენისკენ არ ვუბიძგებთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
კომენტარები