პოლიტიკა
საქართველო Doing Business-ის ათეულში მოხვდა
2012-10-23 16:15:50
ჩამოტვირთვა
პირველად ისტორიაში, საქართველო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნად სახელდება და საერთაშორისო რეიტინგის ათეულში, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან ერთად მე-9 პოზიციაზეა. 2012 წელს განხორციელებულ რეფორმებს doing business-მა მაღალი შეფასება მისცა და შედეგად, საქართველომ მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილას გადაინაცვლა. Doing Business არის მსოფლიო ბანკის რეიტინგი, რომელიც 183 ქვეყანაში ბიზნესკლიმატს აფასებს.
doing business-ის არსებობის მანძილზე საქართველო არის ერთადერთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელმაც doing business-ის საუკეთესო ათეულში შეაღწია.
საქართველოს პროგრესი doing business-ში მომავალი განვითარების საწინდარია და ეს ნიშნავს, რომ საქართველო სწრაფი განვითარების გზას ადგას.
კომენტარები