მსოფლიო
დღეს, ახალი მთავრობის წევრების საკომიტეტო მოსმენა გაიმართება
2012-10-23 11:30:57
ჩამოტვირთვა
დღეს, საპარლამენტო კომიტეტები ახალი მთავრობის წევრების გამოსვლებსა და პროგრამის - „ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის“ შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.
ამის შესახებ გუშინ, ბიუროს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს პარლამენტის სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს, 11:00 საათიდან მინისტრობის კანდიდატების მოსმენები დაიწყება, ხოლო ხვალ მთავრობას 12:00 საათზე უმცირესობა, 15:00 საათზე კი - უმარავლესობა შეხვდება.
კომენტარები