მსოფლიო
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს განცხადება
2012-10-23 11:28:46
ჩამოტვირთვა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პარლამენტს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებისთვის ყურადღება დათმობისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, გადაამოწმეს მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში მოქმედ ზოგიერთ კომპანიასთან მინისტრობის კანდიდატ კახი კალაძის შესაძლო კავშირის შესახებ.
"საჯარო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძე 2011 წლის მდგომარეობით იყო კვიპროსზე რეგისტრირებული შპს "კალა კაპიტალ ლიმიტედის" ერთ-ერთი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. "კალა კაპიტალ ლიმიტედი", თავის მხრივ, ფლობს 100-პორცენტიან წილს საქართველოში რეგისტრირებულ შპს "კალა კაპიტალში", ხოლო ეს უკანასკნელი 100-პროცენტიანი წილის მფლობელია კომპანიაში "კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის". კომპანიის წესდების თანახმად, "კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის" საქმიანობის ძირითადი სფერო ენერგეტიკა და ბუნებრივი რესურსებია. გარდა ამისა, იმავე საჯარო რეესტრის მოანცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, 2011 წელს კახა კალაძეს სს "საქჰიდროენერგომშენის" სააქციო კაპიტალის 45 პროცენტი გადაეცა. "საქჰიდროენერგომშენი" ენერგეტიკის სფეროში მოქმედი მსხვილი კომპანიაა. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს "კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის" 25-პროცენტიან წილს ფლობს შპს "ტოტ ენერჯიში", რომლის დირექტორი, მარიამ ვალიშვილი, ბოლო დრომდე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე იყო, რაც ასევე ინტერესთა კონფლიქტის შემცველია", - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები