1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო დებატებში გამარჯვება ობამამ მოიპოვა

ჩამოტვირთვა

ორშაბათს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რესპუბლიკელების კანდიდატი მიტ რომნი ერთმანეთს ბოლო საპრეზიდენტო დებატებში დაუპირისპირდნენ. კანდიდატებმა უმთავრესად საგარეო პოლიტიკაზე იკამათეს. განხილულ იქნა ჩინეთის, ირანის, ისრაელის, ავღანეთისა და ერაყის საკითხები. დებატები იმდენად მწვავე გამოდგა რომ დასავლურ მედიაში მათ ”მძვინვარე ღამე” უწოდეს. მიუხედავად ამ სიმწვავისა, მთლიანობაში დებატები ობამას უპირატესობით წარიმართა, რაშიც, ექსპერტთა აზრით, გუბერნატორმა რომნიმ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. ეს იმიტომ, რომ იგი დაეთანხმა ობამას ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ რამდენიმე ისეთ ნაბიჯს, რომელთაც ადრე აკრიტიკებდა. თავის მხრივ, ობამამ გააკრიტიკა მიტ რომნის ცნობილი გამონათქვამი, რომლის მიხედვითაც იგი აშშ-ს მთავარ საგარეო მტრად რუსეთს მიიჩნევს და რესპუბლიკელი ცივი ომის რიტორიკისკენ მისწრაფებაში დაადანაშაულა. გამოკითხვათა უმრავლესობის მიხედვით, დებატები ობამას დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა. მან მაყურებელთა ხმების 48 პროცენტი მიიღო, რომნიმ კი მხოლოდ 40. შეგახსენებთ რომ პირველ დებატებში ანალოგიური უპირატესობა რომნიმ მოიპოვა, მეორე კი ფრედ დამთავრდა. აშკარა გამარჯვებული არ გამოვლინდა ასევე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების, ჯო ბაიდენისა და პოლ რაიანის დაპირისპირებაში. ყოველივე ამის ფონზე ექსპერტები აცხადებენ რომ 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკას აშკარა ფავორიტი არა ჰყავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები