1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიმიტრი შაშკინის მიმართვა

ჩამოტვირთვა

თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიმართვა გაავრცელა. გთავაზობთ ამ მიმართვის ნაწყვეტს: ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს გააკეთა თავისი არჩევანი და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ. თუმცა, მე და ახალ უმრავლესობას გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ფასეულობები. მე ვმუშაობდი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობაში იმიტომ, რომ ვიზიარებდი მის იდეალებს და იდეებს. ჩვენ, მთავრობას, გვაერთიანებდა იდეა და არა - პრაგმატული გათვლა, ჩვენ გვჯეროდა, რომ ფული არ არის მთავარი და იდეით და შრომით შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს. ჩვენ ვიყავით მთავრობაში არა იმისთვის, რომ გვეშოვა მილიონები, არამედ იმისთვის, რომ გვემსახურა ჩვენი ხალხისთვის. მე ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ვმუშაობდი ყველაზე ძლიერ და წარმატებულ პრემიერ-მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ერთად. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, მესწავლა ზურაბ ადეიშვილისგან და მეწოდებინა მისთვის მეგობარი. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ჩემი კოლეგა იყო ალე ხეთაგური, ჩემი აზრით ყველაზე წარმატებული მინისტრი საქართველოში. ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ მთავრობის სხდომებზე ერთ მაგიდასთან ვიჯექი გრიგოლ ვაშაძესა და რამაზ ნიკოლეიშვილთან ერთად. მე გავატარე ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ოთხი წელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში და ჩვენ ყველამ ერთად საქართველო თავისი განვითარების ზენიტში ავიყვანეთ. 2008 წლიდან ვიმუშავე სამ მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურაში და მუდამ ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი ხალხისა და ქვეყნისთვის. და ბოლოს, მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო უკეთესი, ჩვენი ინსტიტუციები - უფრო მდგრადი, ჩვენი ბავშვები - უფრო დაცული. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები