მსოფლიო
კახა კალაძეს შესაძლოა მინისტრობაზე უარის თქმამ მოუწიოს
2012-10-22 14:45:21
ჩამოტვირთვა
კოალიცია "ქართული ოცნების" ახალი მთავრობის ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატს კახი კალაძეს შესაძლოა მინისტრობის პოსტზე უარის თქმამ მოუწიოს.
მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი სახელდება კალაძე "კალა კაპიტალისა" შპს "საქჰიდრომშენის" აქციების 45%-იანი წილის მფლობელია.
კალაძის ბიზნესის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელებული დოკუმენტაციის საფუძველზე ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა.
დოკუმენტი 2011 წლის 3 მარტს არის ხელმოწერილი რომელშიც აღნიშნულია: გადაეცეს შპს-ს საკუთრებაში არსებული სააქციო საზოგადოება "საქჰიდრომშენის" ლიმიტირებული აქციების 45% კახი კალაძეს ნებისმიერი ვალის სანაცვლოდ, რომელიც მართებს შპს-ს კახი კალაძის მიმართ.
კომენტარები