1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძეს შესაძლოა მინისტრობაზე უარის თქმამ მოუწიოს

ჩამოტვირთვა

კოალიცია "ქართული ოცნების" ახალი მთავრობის ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატს კახი კალაძეს შესაძლოა მინისტრობის პოსტზე უარის თქმამ მოუწიოს. მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი სახელდება კალაძე "კალა კაპიტალისა" შპს "საქჰიდრომშენის" აქციების 45%-იანი წილის მფლობელია. კალაძის ბიზნესის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელებული დოკუმენტაციის საფუძველზე ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა. დოკუმენტი 2011 წლის 3 მარტს არის ხელმოწერილი რომელშიც აღნიშნულია: გადაეცეს შპს-ს საკუთრებაში არსებული სააქციო საზოგადოება "საქჰიდრომშენის" ლიმიტირებული აქციების 45% კახი კალაძეს ნებისმიერი ვალის სანაცვლოდ, რომელიც მართებს შპს-ს კახი კალაძის მიმართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები