1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ფინანსური მაქინაციები ქართულ ოცნებაში?

ჩამოტვირთვა

სკანდალი „ქართულ ოცნებაში“. სააგენტო ფრონტ ნიუსის ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელად მიჩნეული გია ხუხაშვილი, რესპუბლიკელებმა ოლიგარქთან ფინანსურ მაქინაციებში ამხილეს. სააგენტოს ცნობით, ფინანსური დაინტერესება „ქართული ოცნების“ სიის შედგენას უკავშირდება. ამ ვერსიის მიხედვით, რესპუბლიკელებს აქვთ დამამტკიცებელი ფაქტები, რომ გია ხუხაშვილმა ლაშა ნაცვლიშვილისა და გელა ხვედელიძის სიაში ჩასმის სანაცვლოდ მათგან ფული აიღო. „ფრონტნიუსი“ კონკრეტულ თანხასაც ასახელებს: ლაშა ნაცვლიშვილმა გია ხუხაშვილს 100 ათასი, ხოლო გელა ხვედელიძემ 70 ათასი ლარი გადაუხადა. ამ ვერსიით, რესპუბლიკელებმა ბიძინა ივანიშვილს ისიც აუწყეს, რომ გია ხუხაშვილი ამ დრომდე იღებს ხელფასს კომპანია „სოკარისგან“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ კომპანიადაა მიჩნეული და ერთ–ერთი ვერსიით, ხელისუფლების ვერტიკალთა სანათესაო აკონტროლებს. გია ხუხაშვილმა სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა აიტივისთან სატელეფონო საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას ავადმყოფური და გიჟური უწოდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები