1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რას უპირებს ქართული ოცნება ქუთაისის პარლამენტის შენობას?

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობის კანდიდატი დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში სამომავლოდ რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულება გაიხსნას. "აქ შეიძლება იყოს უნივერსიტეტი ან სხვა რაიმე ამ ტიპის დაწესებულება. პარლამენტი უნდა იყოს იქ, სადაც არის ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი, მთავრობა, საელჩოები და ა.შ.", - განუცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს. რაც შეეხება უშუალოდ იმას, თუ როდისთვის იგეგმება პარლამენტის ქუთაისიდან ისევ დედაქალაქში დაბრუნება, საგანელიძის თქმით, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის აღდგება პარლამენტის ძველი შენობა. აღსანისნავია რომ ქართული ოცნების სურვილზე პარლამენტის ისევ თბილისში დაბრუნებასთან დაკავსირებით დღეს კომენტარი ნაცმოძრაობამაც გააკეთა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები