პოლიტიკა
უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმირება-პარლამენტის პირველი სხდომის მთავარი საკითხი
2012-10-20 15:18:28
ჩამოტვირთვა
მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმირება იქნება. დასახელდება უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებიც.
ამ დრომდე ოფიციალურად მათი ვინაობა არც კოალიციას და არც "ნაციონალურ მოძრაობას" არ გაუმჟღავნებია.
ერთ-ერთი ვერსიით, კოალიცია "ქართული ოცნებიდან" უმრავლესობის ლიდერობის კანდიდატად დავით საგანელიძეს წარადგენენ. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა დაუდასტურა.
ლიდერი ეყოლება "ნაციონალურ მოძრაობასაც". გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება
კომენტარები