1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნაცმოძრაობა პარლამენტში 3 ფრაქციის სახით იქნება წარმოდგენილი

ჩამოტვირთვა

ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო უმცირესობაში სამი ფრაქციის სახით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ დღეს დავით ბაქრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა რეგიონები და ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარები-ამ სამ ფრაქციად დაიყოფა ნაცმოძრაობა მერვე მოწვევის პარლამენტში. ფრაქციის თავმჯდომარეებად გოკა გაბაშვილი, წყალტუბოს მაჟორიტარი აკაკი ბობოხიძე და ასპინძის რაიონის მაჟორიტარი ტარიელ ლონდარიძე დაინიშნებიან. ხოლო რაც შეეხება პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს, ბაქრაძის განცხადებით ნაციონალურმა მოძრაობამ გიორგი ბარამიძის წარდგენა გადაწყვიტა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები