პოლიტიკა
ცესკომ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
2012-10-19 21:56:08
ჩამოტვირთვა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. საბოლოო შედეგების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 215 661 ამომრჩეველმა. აქედან ბათილად იქნა მიჩნეული 62 874 ბიულეტენი.
საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის მიხედვით "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ამომრჩეველთა 54,97%-ის მხარდაჭერა, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" 40,34%-ის მხარდაჭერა.
რაც შეეხება მანდატებს, "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 85 დეპუტატი ეყოლება, მათ შორის პროპორციული სისტემით 44 მანდატს აიღებს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 41 მანდატს. 65 მანდატი ექნება "ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პროპორციული სისტემით 33, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 32 მანდატი. შემაჯამებელ ოქმს ხელი ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა და ცესკოს კომისიის მდივანმა გიზო მჭედლიძემ მოაწერეს.
კომენტარები