1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

განხორციელდება თუ არა მასშტაბური ამნისტია …

ჩამოტვირთვა

ეს არის ამონარიდი ინტერვიუდან , რომელსაც ჟურნალი ლიბერალი აქვეყნებს. ციტატა უფლება დამცველ ზაზა ხატიაშვილს ეკუთვნის. რატომ ითხოვს ადვოკატი ხელისუფლებისგან პატიმართა უპირობო გათავისუფლებას და რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანაში ფართო მაშტაბიანი ამნისტიის შემდეგ კრიმინოგენუი ვიტარება , ამ კითხვით ჩვენ ზაზა ხატიაშვილს მივმართეთ. ჩვენტან საუბარში ადვოკატმა მოთხოვნის დეტალები განმარტა . ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ ის ,როგორც ლიბერალი წერს არ უპირობო ამნისტიას , არამედ ციხეში ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მყოფი პირების საქმეების გადახედვას ითხოვს. მისი მოთხოვნა კი ძირითადად არასრულწოლოვან პატიმრებს ეხება . განხორციელდება თუ არა მაშტაბური ამნისტია და გადაიხედება თუ არა პატიმარტა საქმეები . ამ კითხვას საზოგადოება სულ უფრო ხშირად სვამს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიაში პოლიტიკოსთა და უფლება დამცველთა მხრიდან განსხვავებული პოზიცია ფიქსირდება. უფლება დამცველები სისხლის სამართლის მოქმედი საპროცესო კოდექსის ლიბერალიზაციის ინიციატვით გამოდიან. სისხლის სამარლის მოქმედ საპროცესო კოდექსში ცვლილებებზე საუბრობენ კოალიცია ქართულ ოცნებაშიც . მმართველი გუნდის ჰუმანური წინა საარჩევნო დაპირება სწორედ პატიმრების დიდი ნაწილის ამნისტირებას ეხებოდა. კოალიცია პატიმართა რაოდენობის 25-30 პროცენტით შემცირების გეგმავს. პატიმართა ერთი მესამედის ამნისტირება საზოგადოებრივი რისკების გარეშე რთული განსახორციელებელია . ასევე არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი ტუ რა მუხლით გასამართლებულების ამნისტირება მოხდება . ჯერ მხოლოდ ზეპირი შეფასებები არსებობს. საქართველოში ოფიციალური მონაცემებით 22 ათასზე მეტი პატიმარიდან ათი ათასზე მეტი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. 9 ათას 800 ადამიანი მძმე დანაშაულისთვის , ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მხოლოდ 2 ათასი ადამიანია გასამართლებული . რაც პატიმართა საერთო რიცხვის მხოლოდ 10 % - შეადგენს . პატიმართა რაოდენობის 25-30 % შემცირების შემთხვევაში ვინ დატოვებს ციხეს და როგორ შეიცვლება ამით კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში რთული სათქმელია , ახალ სამტავრობო გუნდს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კონკრეტული პასუხები არ აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები