1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა

ჩამოტვირთვა

ქუთაისის საკრებულოში ახალი ფრაქცია "ქუთაისი" შეიქმნა. ფრაქციაში გაწევრიანდნენ საკრებულოში "მემარჯვენეების" სიით გასული მამუკა მღვდელაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი კახა ნურალიძე და მესხიშვილის თეატრის მმართველი, უპარტიო გიორგი სიხარულიძე. კახა ნურალიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მას კონფლიქტის გამო არ დაუტოვებია, ახალი ფრაქცია ხალხის ინტერესის გამო შექმნეს. ახლად შექმნილ ფრაქციაში აცხადებენ, რომ ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მედიატორის ფუნქციას შეასრულებენ. "მემარჯვენე" მამუკა მღვდელაძე იმედოვნებს, რომ მათ ფრაქციას "ნაციონალური მოძრაობიდან" სხვა წევრებიც შეუერთდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები