1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აპატურაის ვიზიტის მნიშვნელოვანი გზავნილები

ჩამოტვირთვა

ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იყო და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაბარებულია - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში პროგრესული რეფორმების პროცესი გრძელდება. მისი თქმით, ხელისუფლების გადაცემის პროცესს მთელი საერთაშორისო საზოგადოება თვალს ყურადღებით მიადევნებს. „ეს იყო ბრწყინვალე ნიშანი იმის, რომ საქართველო არის ნორმალური ქვეყანა, სადაც არჩევნების გზით იცვლება ხელისუფლება. ეს არის შედეგი იმ რეფორმების, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. ახალმა მთავრობამ გააკეთა აქცენტი, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება და ჩვენ მათ ამ პროცესში დავეხმარებით" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აპატურაიმ ისაუბრა ISAF-ის მისია იყო. აპატურაი იმედოვნებს, რომ საქართველო 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ავღანეთის მისიაში. ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ 2014 წელს ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ აქცენტი გაკეთდება ავღანეთის ძალების ტრენინგებზე, კონსულტაციებსა და მომზადებაზე და შესაძლოა, საქართველოც იყოს ჩართული ამ პროცესში. თუმცა მისი თქმით, ეს ეროვნულ დონეზე მისაღები გადაწყვეტილებაა. ჩვენ არც კი გვინდა რაიმე დავგეგმოთ ისე, რომ საქართველო არ იყოს ჩართული. საქართველოს ალბათ, ექნება სურვილი, რომ 2014 წლის შემდეგაც შეიტანოს თავისი წვლილი ავღანეთის მისიაში და ეს წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი iqneba. ნატოს გენერალურ მდივანს შეხვედრა ჰქონდა პრემიერობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთანაც. პრემიერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა აისაფის პროგრამასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს, რაც ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის აუცილებელი მოთხოვნა. ჩვენ ჩავაბარეთ ძალიან საინტერესო გამოცდა, რასაც ჰქვია არჩევნები. ჩვენ ვამაყობთ, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მონაწილეები ვართ. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარალელურად მოვახერხოთ და ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთანაც დავალაგოთ ურთიერთობები და მოვახერხოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აპატურაი ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ყოფილ ხელმძრვანელ გრიგოლ ვაშაძეს და პრემიერობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები