1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არჩევნები იყო გამოცდა, რომელიც საქართველომ ჩააბარა- ჯეიმს აპატურაი

ჩამოტვირთვა

ჯეიმს აპატურაიმ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო გამოცდა საერთაშორისო საზოგადოების თვალში და საქართველომ ეს გამოცდა ჩააბარა. ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა საარჩევნო ყუთების და არა ქუჩის აქციების საშუალებით. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქვეყნისთვის და მაგალითია რეგიონში, განაცხადა აპატურაიმ. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ძველი მთავრობა ოპოზიციაში გადადის და ეს ხდება კანონის ფარგლებში. ნატოს გენრალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოვლენებს ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს, რათა დარწმუნდნენ, რომ პროცესი ისეთივე წარმატებით გრძელდება, როგორც აქამდე იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები