1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადება

ჩამოტვირთვა

საინფორმაციო სააგენტოებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, ეკატერინა ხვედელიძემ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოაქვეყნა ინფორმაცია საქველმოქმედო ფონდის დაარსების შესახებ. გვინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს არ გააჩნია საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელში. შესაბამისად, facebook-ში ეკატერინა ხვედელიძის სახელით არსებული პროფილები არის ყალბი და სავარაუდოდ, გახსნილია როგორც მის მხარდამჭერების, ისე მოწინააღმდეგების მიერ. გთხოვთ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაცია, გამოქვეყნებამდე გადამოწმდეს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოსთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები