1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკოლოზ რურუა სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა

ჩამოტვირთვა

ნიკოლოზ რურუა, მოადგილეებთან ერთად, კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა. გუშინ, სერგო ქობულაძის კატალოგის პრეზენტაციის დაწყებამდე რურუამ გაწული მუშაობა შეაფასა და ნაყოფიერი უწოდა. "მე ჩემს მოადგილეებთან ერთად ჯოჯოხეთურ რეჟიმში ვმუშაობდი და იმედია, ხელოვანები იმ სტანდარტს არ დაუწევენ, რაც აქამდე მოვიტანეთ. თუკი სტანდარტი დაიწევა, ხელოვნებას ეს მნიშვნელოვნად დაეტყობა და დააკლდება. მომავალ მინისტრს მე წარმატებებს ვუსურვებ მუშაობაში", - აღნიშნა რურუამ. რურუასთან ერთად სიტყვით მისი უკვე ყოფილი მოადგილეებიც გამოვიდნენ. დავით ცხადაძის განცხადებით, ნიკოლოზ რურუას ბავშვობიდან იცნობს და მასთან, როგორც თანაგუნდელთან მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა. მაკო ჭოღოშვილმა ნიკა რურუას მადლობა გადაუხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის იმ პერიოდში, როდესაც მას ნიკოლოზ რურუასთან ერთად მუშაობა მოუწია, არ ყოფილი მაყურებელი ქვეყნის აღმშენებლობისა, არამედ იყო მონაწილე. ნიკოლოზ რურუას მრჩეველმა ქეთევან იგნატოვამ განაცხადა, რომ ოპტიმიზმითაც არის აღსავსე, თუმცა არის სევდიანიც. მისი თქმით, სევდიანია, რომ ტოვებს თანამდებობას, თუმცა ოპტიმიზმი აქვს იმის, რომ სადმე, ოდესღაც თანაგუნდელებთან და ხელოვანებთან ერთად ისევ მოუწევს შეხვედრა. ნიკა რურუას კულტურის მინისტრის თანამდებობაზე გურამ ოდიშარია შეცვლის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები